საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 40 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 40 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

ამ ღონიძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, რომელთა შორისაც იყო ზაარბრუკენის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციისა და ევრუპული ურთიერთოების დარგში - კორნელიუს კიონიგი. კორნელიუს კიონიგი გახლავთ ფსიქოლოგი, ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

ფსიქოლლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების ინიციატივით 19 ოქტომბერს შედგა შეხვედრა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ფსიქოლოგიის ასევე განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მზია წერეთელმა სიტყვით მიმართა აუდიტორიას, საპატიო სტუმარს, მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა ამ თანამშრომლობის კვლავ გაგრძელების.

შეხვედრაზე ფაკულტეტზე არსებული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა გააცნეს სტუმარს ინსტიტუტების სტრუქტურა და მუშობის  სპეციფიკა. გამოითქვა საერთო სურვილი გაგრძლდეს, უკვე წლების განმავლობაში არსებული, თანამშრომლობა ჩვენს ფაკუტლეტებს შორის.

თარიღი: 23/10/2023